ადამიანების მენეჯმენტი
პრაქტიკული, თვითგანვითარებაზე ორიენტირებული ტრენინგი საშუალო და მაღალი რგოლის მოქმედი მენეჯერებისათვის
თანამედროვე მენეჯმენტში უფრო და უფრო აქტუალური და მნიშვნელოვანი (თუ ყველაზე მნიშვნელოვანი არა) ხდება „ადამიანური რესურსების“ „მართვის“ უნარების გაუმჯობესება (ბრჭყალები შემთხვევით არ არის გამოყენებული) როგორც მაღალი, ასევე საშუალო რგოლის მენეჯერებისთვისაც.
Forward Academy წარმოგიდგენთ დავით გოგიჩაიშვილის საავტორო ტრენინგს – “ადამიანების მენეჯმენტი”
თუ წყალში ჩაგაგდებენ, გარანტია იმისა, რომ ცურვას ისწავლი, არ არსებობს. ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, წყალი ცურვის სწავლისათვის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა. ამ ტრენინგზეც ასე იქნება, ნაცვლად „სწორხაზოვანი“ „სწავლისა“, აქ იქნება ატმოსფერო (გარემო), სადაც ერთმანეთისგან, „ქეისებიდან“, საკუთარი მენეჯერული გამოცდილების სისტემაში მოყვანიდან და ასე შემდეგ, „სწავლა“ ან უკვე არსებული ცოდნისა და გამოცდილებისთვის კონკრეტული სახელების დარქმევა იქნება შესაძლებელი.
აქ უკვე კურსგავლილმა მენეჯერებმა 10-კვირიან მოგზაურობაში თავიდან აღმოაჩინეს საკუთარი თავი, იმოგზაურეს ჯგუფის უფრო ეფექტურად მართვის, ადამიანების მოტივირების, თვითმოტივაციისა თუ ტვინის არარაციონალურ ხაფანგებში. საბოლოო ჯამში ეს თავგადასავალი საკუთარი, აქამდე უცნობი შესაძლებლობების აღმოჩენის კარგი საშუალებაა ხოლმე.
ტრენინგის ამოცანები:
- როგორ გავაკეთოთ კომპანიის მისიის ისეთი განაცხადი, რომელიც იმუშავებს;
- როგორ ვეძებოთ და ავიყვანოთ „სწორი“ კადრები;
- როგორ შევქმნათ და ვმართოთ ეფექტური გუნდი
- როგორ ვამოტივიროთ თანამშრომლები და როგორ ვიყოთ კარგი მოტივატორები პირად ურთიერთობებში;
- რა არის 13 ოქროს წესი წარმატებული მენეჯერისათვის
- ტვინის არარაციონალურობა – 13 ხაფანგი, რაც ხელს გვიშლის რაციონალური გადაწყვეტილებების მიღებაში.
- როგორ შევაფასოთ ადამიანები ხვადასხვა„სათვალის“ გამოყენებით;
შეხვედრების განრიგი:
შეხვედრა 1:
- შესავალი. კურსის მიდგომები; სილაბუსისა და პროექტების გაცნობა
- “მისიის განაცხადის” არსი
- სიმულაცია—ჯგუფის მისიის განაცხადის შემუშეავება
- ქეისი – Picky-Picky – 28 Dollars
შეხვედრა 2:
- როგორ ავიყვანოთ „სწორი“ კადრები;
- მენეჯერული დილემა — „კადრები ჭირს“ თუ „იქნებ სწორად არ ვეძებთ“;
- როგორ ჩავატაროთ სამსახურეობრივი გასაუბრება
- ქეისი– Experiential Affair
შეხვედრა 3:
- როგორ შევქმნათ ეფექტური ჯგუფი
- ჯგუფური გადაწყვეტილებების უპირატესობა ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებთან შედარებით
- Forming-Storming–Norming-Performing მოდელი -სახალისო ჯგუფური დავალება
შეხვედრა 4: მოტივაცია
- რა გვამოტივირებს ადამიანებს ცხოვრებაში და ესე იგი სამსახურშიც;
- როგორ ვმართოთ თანამშრომელთა ურთიერთობები ერთმანეთში; თანამშრომელთა მოტივაცია.
- არამატერიალური მოტივატორების ძალა
- მატერიალური მოტივატორების კონტექსტი
- ქეისი– The Egos Have It
შეხვედრა 5:
- ჯგუფური მოტივაცია- ორგანიზაციული კულტურა
- ორგანიზაციული ცვლილების მენეჯმენტი
- კოტერის 8 ნაბიჯიანი სისტემა
- როგორ უნდა შექმნას მენეჯერმა „guiding coalition“ ავტორიტეტებისგან?
- რა განსხავებაა ორგანიზაციულ კულტურებს შორის
- რა არის “Catalytic objects” და როგორ გვეხმარება ორგანიზაციული ქცევის შეცვლაში?
- ინდივიდუალური დავალება
შეხვედრა 6:
- “რას გვიშვრება” ჩვენივე ტვინი
- გადაწყვეტილებების მიღების დინამიკა
- ტვინის 13 “ხაფანგი”
- რა არის პრობლემა? არის თუ არა პრობლემა ნათლად იდენტიფიცირებული?
- გადაწყვეტილების შედეგების მართვა
შეხვედრა 7:
- მენეჯერების ტიპები: 2 განსხვავებული მოდელი მენეჯერის ტიპის გამოსავლენად
- მენეჯერული უნარები
- როგორ განვსაზღვროთ ჩვენი მენეჯერული ტიპი
- Level 5 leadership
- “Servant a s a leader” approach – „მსახური როგორც ლიდერი“
- “The Ideal Executive” – does he/she exist? იშაკ ადიზესი (კორპორატიული სიცოცხლის ციკლი)
- Management Dozen 13 ოქროს წესი წარმატებული მენეჯერისათვის (Will Hoyt, David Gogichaishvili)
შეხვედრა 8:
- ადამიანების შეფასების კიდევ ერთი სათვალე—ნაციონალური კულტურებიდან ერთ-ერთის ან რამდენიმეს სტერეოტიპული მინიჭება
- Cross-cultural management – “Nationalities” method
შეხვედრა 9:
- მენეჯმენტი პრაქტიკაში
შეხვედრა 10:
- მენეჯმენტი პრაქტიკაში
ხანგრძლივობა
ტრენინგი შედგება 10 ლექციისგან, რომელიც ყოველკვირეულად სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიაში ჩატარდება.
რეგისტრაცია და გადახდის პირობები:
კურსზე დასწრების ღირებულებაა 4500 ლარი (+დღგ). თუ თვლი რომ აღნიშნული კურსი არა მხოლოდ გაინტერესებს, არამედ გჭირდება და მზად ხარ მოგზაურობისთვის, პირველ ეტაპზე საჭიროა შეავსო აპლიკაცია.
https://forms.gle/5Aw3Utf87uyD5MpH8
Forward Academy-ს წარმომადგენელი დაგიკავშირდება და ტრენერთან პირისპირ გასაუბრებაზე გადაწყდება რამდენად გჭირდება ეს კურსი. გასაუბრების მიზანი ერთმანეთის მიმართ მოლოდინების გაზიარებაა და არა ვინმეს დაბლოკვა.
რეგისტრირებულ კანდიდატებთან გასაუბრებები დაიწყება 2024 წლის მაისიდან
შერჩეული კანდიტატები სწავლას დაიწყებენ 2024/2025 წლებში
“ადამიანების მენეჯმენტი – დავით გოგიჩაიშვილის საავტორო კურსი”