„ცდა“ – Marketer.ge-სა და FORWARD-ის ახალი უნიკალური პროექტია. მისი მიზანია, ახალგაზრდებს საშუალება მისცეს მარკეტინგის, ბიზნესისა და კრეატივის პრაქტიკულ დავალებებში გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები და ჯილდოდ მიიღონ 20,000 ლარი. გაინტერესებს დეტალები? მაშინ, ბოლომდე მოგვყევი!
პროექტი ცდა | 011 მონაწილეების მისაღებად უკვე მზად არის! მასში მონაწილეობა 2 ადამიანისგან შედგარ გუნდებს შეუძლიათ. აირჩიე მეწყვილე, დარეგისტრირდი და ცადე! [რეგისტრაცია დასრულდება 19 სექტმბერს]
რა ხდება შემდეგ?
1. რეგისტრაციის შემდეგ, დამოუკიდებელი ჟიური პროექტში მონაწილე გუნდებს შეარჩევს.
2. თუკი შერჩეულ გუნდებს შორის შენ და შენი მეწყვილე აღმოჩნდით, 6 თვის განმავლობაში 5 დავალებას მიიღებთ. თითოეულ დავალებაზე სამუშაოდ, 3-4 კვირა გექნებათ.
3. რა მიმართულებებით მიიღებთ დავალებებს? დავალებების სფეროებია: მენეჯმენტი, მარკეტინგი, გაყიდვები, სტარტაპი, კრეატივი.
4. დავალებების მიხედვით, მონაწილე გუნდები რეალურ დროში შეასრულებთ პრაქტიკულ სამუშაოს, მაგალითად: კონკრეტული პროდუქტის/სერვისის შექმნა, გაყიდვა, შემოქმედებითი და სტრატეგიული უნარების წარმოჩენა, როგორიცაა კვლევის წარმოება, კრეატიული კამპანიის დაგეგმვა, ბიზნეს ქეისის/დილემის გადაჭრა და ა.შ.
5. ყოველ დავალებას (ტურს) ექნება თავისი სპეციფილური წესები, შეფასების სისტემა და დამოუკიდებელი ჟიური.
6. მონაწილე გუნდები ყოველ ტურში დააგროვებენ ქულებს, რის მიხედვითაც განისაზღვრება თქვენი რეიტინგი პროექტში.
7. პროექტის გამარჯვებული გახდება გუნდი, რომელიც ყველა დავალების შემდეგ, საერთო ჯამში, ყველაზე მაღალ სარეიტინგო ქულას დააგროვებს.
ვის ველოდებით?
ბიზნესის და შემოქმედებითი ინდუსტრიის მოქმედ და დამწყებ პროფესიონალებს, ასევე, შესაბამისი სპეციალობების სტუდენტებს.
თითოეული გუნდი უნდა შედგებოდეს 2 ადამიანისგან, რომელთა ასაკის მინიმალური ზღვარი 20 წელი, მაქსიმალური – 30 წელი.
რას მოიგებთ?
საუკეთესო გუნდს გადაეცემა ფულადი ჯილდო 20,000 ლარი.
სხვა მონაწილე გუნდები, ასევე, მიიღებენ პრიზებს პარტნიორი ორგანიზაციებისგან.
გახსოვდეთ:
„არცერთ საქმეს იმდენი ძალა არ ჭირდება,
რამდენიც გაბედვა.“
ცადე, ნუ იქნები ისევ ისეთი.
რეგისტრაცია: https://forms.gle/mYj8t9gBdQHpqoXW7